დაიწყო პოსტერის პრეზენტაციების მიღება CRRC-ის მე-6 ყოველწლიური კონფერენციისთვის

ადგილი და თარიღი: 26-27 ივნისი, თბილისი, საქართველო

კონცეფციის შესახებ:

ყოველწლიური კონფერენციის ეგიდით, CRRC მართავს პოსტერის საპრეზენტაციო სესიას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მოწინავე სტუდენტებისთვის. პოსტერები ფართო აუდიტორიისთვის თქვენი კვლევის წარმოდგენის მარტივ, თუმცა ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს. პოსტერები თქვენი კვლევის მიწოდების სწრაფი და, ამავდროულად, ძლიერი საშუალებაა, რაც მონაწილეებისგან დაუყოვნებლივი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. პოსტერის საპრეზენტაციო სესიისთვის ჩვენ მივესალმებით ნამუშევრებს შემდეგი ფართო თემების ირგვლივ:

  • კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
  • კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
  • ეკონომიკური განვითარება, გაციფრულება, ენერგია და მობილობა;
  • პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
  • ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მნიშვნელოვანი თარიღები:

პირველადი განაცხადის შემოტანა (აბსტრაქტი და CV) – 6 აპრილი, 2020

წინასწარი დასტური – 13 აპრილი, 2020

პოსტერის პრეზენტაციის წარდგენა – 4 მაისი, 2020

საბოლოო დასტური – 15 მაისი, 2020

CRRC-ის შესახებ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) წარმოადგენს კვლევით და კვლევის მხარდამჭერი ცენტრების ქსელს, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში ოპერირებს. დაარსების წლიდან (2003წ.) CRRC-ის მიზანს წარმოადგენს სოციალური მეცნიერების კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე, CRRC-ის ოფისები გახდა სოციალური მეცნიერებათა საზოგადოების აქტივობის ცენტრი სამხრეთ კავკასიაში მონაცემებზე წვდომის, სამეცნიერო ლიტერატურისა და სოციალური მეცნიერების მკვლევართათვის პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფით. CRRC-ისა და მოახლოებული კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამისი ქვეყნის ვებგვერდს მითითებულ მისამართებზე: crrc.am, crrc.az და crrc-georgia.com

კავკასიის ბარომეტრის შესახებ

გაზიარება