კვლევების პრეზენტაციები

CRRC-საქართველოს “კვლევების პრეზენტაციები” თავს უყრის ყველა იმ პრეზენტაციას, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაცნობას ისახავს მიზნად.

NDI/CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგები, რომელიც 26 და 27 ივლისს გამოქვეყნდა, შეეხება საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ეკონომიკა, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ინფრასტრუქტურა, გენდერი და სხვა.
19 ივლისს, CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დასთინ გილბრეთმა, წარმოადგინა კვლევა „მარშრუტკის“ უსაფრთხოების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ახალგაზრდა რეფორმერებისთვის განკუთვნილი საზაფხულო ბანაკის ფარგლებში.
12 და 15 მაისს, 2017, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
ბოლო დროს, ახალ ამბებში სულ უფრო ხშირად გვესმის ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რაც ხაზს უსვამს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობას
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში (CRRC-Georgia), 2017 წლის 23 იანვარს, გამართეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მოსახლეობის აზრის კვლევასა და მის როლზე დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის პროცესში.
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მონიტორინგის მიზნით, CRRC-საქართველომ ჩაატარა არჩევნებთან დაკავშირებული სტატისტიკის რაოდენობრივი ანალიზი საარჩევნო ექსპერტიზის სფეროს მეთოდების გამოყენებით. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოეწყო მრგვალი მაგიდა „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი ანალიზის “წარსადგენად. CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დასტინ გილბრეთმა წარმოადგინა წინასწარი ანალიზის შედეგები, მათ შორის გამოწვევები და გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები.
30 სექტემბერს, CRRC-საქართველომ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთად, ჩაატარა კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
19 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ თბილისში, CRRC-საქართველომ გამართა პრეს-კონფერენცია ანგარიშის წარსადგენად – „ამომრჩეველთა ხმების დათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკის შესახებ„, რომელიც მომზადდა პროექტისათვის – “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)“.