ერთად მოსვლა და ცალ-ცალკე გაზრდა: ტრანფორმაციის ათწლეული სამხრეთ კავკასიაში

CRRC-ი მოხარულია, გაცნობოთ მეთოდების მე-6 კონფერენციის შესახებ, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება. კონფერენცია Facebook-ის მეშვეობით გადაიცემა. რეგისტრაცია შესაძლებელია აქ. კონფერენცია რეგიონის ათწლეულის ცვლილებას შეეხება.
ბოლო ათწლეული ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიისთვის. პირველ ათ წელში მომხდარმა მოვლენებმა, მათ შორის, 2018 წლის სომხეთის “ხავერდოვანმა რევოლუციამ”, 2016 წლის მთიანი ყარაბაღის “ოთხდღიანმა ომმა”,  რეგიონისთვის არჩევნებით შეცვლილი მთავრობის პირველმა პრეცედენტმა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების არასტაბილურმა ხასიათმა, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი. ამ მოვლენებმა გააჩინა შემდეგი კითხვები: სცილდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ერი ერთმანეთს და თუ დიახ, აირეკლავს თუ არა ეს ცვლილებები საზოგადოებებს შორის განსხვავებებს, თუ ეს მხოლოდ ეროვნული ელიტების ინტერესის შედეგია.
წლევანდელი კონფერენცია ხუთ პანელს, ორ keynote მოხსენებასა და ორ მრგვალ მაგიდას მოიცავს.
Keynote მოხსენებები 
ორი მოხსენება, პროფესორ ჯონ ო’ლუგლინისა (კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტი) და პროფესორ ჯული ა. ჯორჯის (კურსდამთავრებულთა ცენტრი, ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტი) მიერ.
პანელები
 
კონფერენცია სომხეთსა და საქართველოში 2019-2020 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის შედეგების მიმოხილვით გაიხსნება, რომელსაც მოყვება ნაშრომები სომხეთში ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილების შესახებ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, საქართველოში ეკლესიის სკანდალთან დაკავშირებით და დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მიმართ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მეორე პანელი ფოკუსირდება მეხსიერებაზე, რიტუალებზე, იდენტობასა და ღირებულებებზე სამხრეთ კავკასიაში და მოიცავს ნაშრომებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ენის პოლიტიკებთან დაკავშირებით, სომხეთში სარიტუალო ადგილებსა და ძეგლებთან დაკავშირებით, და მსოფლიო ღირებულებათა კვლევის თეორიულ ასპექტებთან დაკავშირებით.
მესამე პანელი ტრანზიციის პოლიტიკურ ეკონომიკას განიხილავს, მათ შორის ნაშრომებს საქართველოსა და უკრაინაში მმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზემოქმედებს სამთო-მომპოვებითი საქმიანობები ჯანმრთელობაზე, პოსტკოვიდის პერიოდში ენერგიის ბაზრების შესახებ და საქართველოს ეკონომიკაში სასცენო პერსონალის როლთან დაკავშირებით.
მეოთხე პანელის თემა დემოკრატიას, პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას უკავშირდება. პრეზენტაციები ისეთ საკითხებს მიეძღვნება, როგორებიცაა ფაშინიანისა და ყარაბაღის კლანის დაპირისპირება, ეროვნული სუვერენიტეტი ნაციონალიზმითა და მის გარეშე, და საარჩევნო მონიტორინგი საქართველოში.
კონფერენციის საბოლოო პანელი ფოკუსირდება ნაციონალიზმზე. მოიცავს ნაშრომებს აფხაზურ ნაციონალიზმზე, საქართველოს საზოგადოების აზრზე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მათ შორის სოციალურ ნორმებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანში. ასევე, მათ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აყალიბებს კონფლიქტს ნარატივი, მეხსიერება და იდენტობა სამხრეთ კავკასიაში.
მრგვალი მაგიდები
 
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ორი მრგვალი მაგიდის დისკუსია. პირველი ფოკუსირდება სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების გამოწვევებზე მაშინ, როდესაც მეორე განიხილავს კოვიდ 19-ის პერიოდში მონაცემების შეგროვების საკითხს.
კონფერენციის აბსტრაქტთა წიგნი ხელმისაწვდომია აქ.
კონფერენცია დაიწყება 11:00 საათზე, საქართველოს დროით, 26 ივნისს და 11:45 საათზე 27 ივნისს. თუ გსურთ, შემოუერთდეთ აუდიტორიას, დარეგისტრირდით აქ და თუ გსურთ, უყუროთ კონფერენციას, ეწვიეთ Facebook გვერდს.
გაზიარება