ერთად მოსვლა და ცალ-ცალკე გაზრდა: ტრანფორმაციის ათწლეული სამხრეთ კავკასიაში – CRRC-ის მეთოდების მე-6 კონფერენცია 2020

ბოლო ათწლეული ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიისთვის. პირველ ათ წელში მომხდარმა მოვლენებმა, მათ შორის, 2018 წლის სომხეთის “ხავერდოვანმა რევოლუციამ”, 2016 წლის მთიანი ყარაბაღის “ოთხდღიანმა ომმა”,  რეგიონისთვის არჩევნებით შეცვლილი მთავრობის პირველმა პრეცედენტმა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების არასტაბილურმა ხასიათმა, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი. ამ მოვლენებმა გააჩინა შემდეგი კითხვები: სცილდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ერი ერთმანეთს და თუ დიახ, აირეკლავს თუ არა ეს ცვლილებები საზოგადოებებს შორის განსხვავებებს, თუ ეს მხოლოდ ეროვნული ელიტების ინტერესის შედეგია.

CRRC-ის ოფისების მიზანია ინოვაციური კვლევის მეთოდების ხელშეწყობა და იდეების გასაზიარებლად პლატფორმის შექმნა სოციალური მეცნიერების პროფესიონალთათვის. COVID-19-მა ფუნდამენტურად შეცვალა კვლევითი ორგანიზაციების საველე სამუშაოების ჩატარების პროცესი. მაშასადამე, ამ წლის მეთოდოლოგიური მრგვალი მაგიდის სესიები განიხილავს იმ გამოწვევებსა და მათი პოტენციურ გადაწყვეტის გზებს, რომელთა წინაშეც მკვლევრები დგანან სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიის რეგიონში.

COVID-19-ის პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა ჩანიშნული ღონისძიება გაიმართება ონლაინ. პანელური პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და ძირითადი მოხსენებები გადაიცემა CRRC-ის ოფისების Facebook-ისა და YouTube გვერდების მეშვეობით. აუდიტორიას კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნება უკუკავშირის გზით. მათ, ვისაც დისკუსიაში მონაწილეობის მიღება სურს, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ აღნიშნული ფორმის საშუალებით. კონფერენციის პროგრამისა და აბსტრაქტთა წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ატვირთულ დოკუმენტში.

კონფერენციის ორივე დღე გადაიცემოდა YouTube გვერდის მეშვეობით. ვიდეომასალები ხელმისაწვდომია აქ:

მასალები

გაზიარება