CRRC-ის მე-9 ყოველწლიური კონფერენცია – ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე

CRRC-ის მე-9 ყოველწლიური კონფერენცია

თემა: ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე

თარიღი: 22-23 ივნისი, 2023

მოკლე აღწერა:

რუსეთის გაუმართლებელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული სიტუაცია შეცვალა. ომმა გეოპოლიტიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებული დისკუსიები გააძლიერა. სომხეთსა და საქართველოში ასობით ათასი მიგრანტის შემოსვლამ ამ ქვეყნების მყიფე ეკონომიკა ახალი გამოწვევებისა და პოტენციური შესაძლებლობების წინაშე დააყენა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობის ფონზე რეგიონში კიდევ ერთი პოტენციურად ტურბულენტური წელი დაიწყო.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მკვლევრებს მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. კონფერენციას მეთოდოლოგიური ფოკუსი აქვს და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
  • პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
  • კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
  • ეკონომიკური განვითარება, დიგიტალიზაცია და ენერგეტიკა;
  • ადამიანთა მიგრაცია და გადაადგილება;
  • ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;


კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე მასზე პანელის ორგანიზება. მივესალმებით მონაწილეებს, ვინც ნებისმიერი ემპირიული მონაცემების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, განსაკუთრებით მათ, ვინც „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემებს გააანალიზებს.

კონფერენციის სტრუქტურა

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

როგორ უნდა გამოგვიგზავნოთ განაცხადი?

თუკი პანელის შემოთავაზება გსურთ, გთხოვთ, პანელის სათაური, აბსტრაქტი და პანელის პოტენციური მონაწილეების სია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: applications@crrccenters.org და n.edilashvili@crrccenters.org.

მნიშვნელოვანი თარიღები:

პირველადი განაცხადის წარდგენა (ვრცელი აბსტრაქტი და CV) – 2023 წლის 13 აპრილი

კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება – 2023 წლის 19 მაისი

მასალები

774 კბაიტი
613 კბაიტი
გაზიარება