მშობლების შრომითი მიგრაცია და საგანმანათლებლო მიღწევები ყირგიზეთში: საგანმანათლებლო მიღწევის ეროვნული შეფასების მონაცემების ანალიზი

CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ბოლო, თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-16 მოხსენების შესახებ, რომელიც უკვე ათ წელს აღნიშნავს!

მშობლების შრომითი მიგრაცია და საგანმანათლებლო მიღწევები ყირგიზეთში: საგანმანათლებლო მიღწევის ეროვნული შეფასების მონაცემების ანალიზი

ტოდ დრამონდი, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის

ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2020, თბილისის დროით 18:30 სთ.

შრომითი მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მნიშვნელობა ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში (Marat, 2009; Reeves, 2012). 2016 წელს, შრომითი მიგრანტებისგან მიღებული ფულადი გზავნილები ყირგიზეთში 2 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა, მშპ-ის 30.4%-ს, რაც მეორე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა ნებისმიერი ერისთვის ნეპალის შემდეგ (World Bank, 2016). შრომითი მიგრანტების შემოსავალი ხელს უწყობს ოჯახების სტაბილიზაციასა და ყირგიზეთის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, მცირე კვლევა არსებობს იმ კავშირის შესახებ, რაც მიგრანტი მშობლების სახლში არყოფნასა და ბავშვების ზოგად კეთილდღეობას შორის არსებობს: შესაძლებელია თუ არა, რომ სახლში მშობლების არყოფნა ბავშვებისთვის ისეთი შედეგის მომტანი იყოს, როგორიცაა დაბალი საგანმანათლებლო მიღწევა? კვლევამ აჩვენა სახლში მშობლის ყოფნასა და მიღწევებისთვის სასკოლო აქტივობებში ბავშვების ჩართულობას შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა (Salzman, 1987; Kunz, 1995; Amato & Gilbreth, 1999; Rosenzweig, 2000; Pong, Dronkers, & Hampden-Thompson, 2003). მშობლები არა მხოლოდ საუბრობენ თავიანთ ბავშვებთან, ასწავლიან და მიუთითებენ მათ ყოველდღიური ინტერაქციის ფარგლებში, არამედ დახმარებას უწევენ “სასკოლო ენის” გათავისებაშიც (Clinton, Hattie, & Dixon, 2007). იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს იმ ბავშვთა დიდი რაოდენობა, ვისაც შრომითი მიგრანტი მშობელი ჰყავს  (38% შერჩეული ჯალალ-ბადის ოლქიდან, სადაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია ამ მხრივ) (NAEA, 2017), მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა გავლენა აქვს მიგრაციის ამ ასპექტს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე.

საგანმანათლებლო მიღწევის ეროვნული შეფასების (NAEA) 2017 წლის მე-4 კლასის მონაცემების გამოყენებით, რაც მოიცავს კითხვას, მათემატიკას, მეცნიერებასა და სტუდენტთა კვლევის მონაცემებს, აღნიშნული კვლევა ემპირიულად უყურებს კავშირს მშობელთა მიგრაციასა და აკადემიურ მოსწრებას შორის. NAEA გახლავთ მთელი ქვეყნის წარმომადგენლობითი და შეფასებები მოცემულია ყირგიზულ, რუსულ და უზბეკურ ენებზე. ტესტებთან ერთად, 30-პუნქტიანი კითხვარი ინფორმაციას აგროვებს სახლისა და ოჯახის ცხოვრების, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსის შესახებ, მიგრანტი მშობლის სტატუსის ჩათვლით. მშობელთა მიგრაციასა და სასკოლო შედეგებს შორის ურთიერთობის განსაზღვრისთვის, მიგრაციის ეფექტი იზოლირებული იყო ანალიტიკური მიდგომით, რაც სხვა მნიშვნელოვან საბაზისო ცვლადების გავლენას აკონტროლებდა. სამი საგნიდან (მათემატიკა, კითხვა, მეცნიერება) მიღებულ სატესტო ქულებთან ერთად, რაც დამოკიდებულ ცვლადებს წარმოადგენდა, გაანალიზებული გახლავთ დამოუკიდებელი ცვლადების სერია რეგრესიის მრავალი მოდელის გამოყენებით. შედეგები აჩვენებს, რომ მიგრანტი მშობლის  (დედა, მამა ან ორივე) ყოლა სწავლის ცუდ შედეგებთან ასოცირდება, ძირითადი ცვლადების კონტროლის შემდეგ, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. აღნიშნული პრეზენტაცია გთავაზობთ გამოყენებული მეთოდების ზოგად მიმოხილვასა და შედეგების ინტერპრეტაციას. დისკუსია მნიშვნელოვან კითხვებს დასვამს რესპუბლიკის გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, ვინაიდან ისინი ებრძვიან მშობელთა მიგრაციის საკითხებსა და საგანმანათლებლო მიღწევებს.

დოქტორი ტოდ დრამონდი არის საგანმანათლებლო სერვისებისა და შეფასების დირექტორი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისთვის, და მოღვაწეობს ვაშინგტონში.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაცია ამჟამად ვირტუალურ ფორმატში იმართება, Chatham House Rule-ის სულისკვეთების გათვალისწინებით, რომელსაც ეს სერიები ემორჩილება, საუბარი არ ჩაიწერება და გთხოვთ, სხვა მონაწილეებმა თავი შეიკავოთ ჩაწერისგან და/ან გავრცელებისგან.

WiP-ი გახლავთ მიმდინარე აკადემიური დისკუსიების სერია დაფუძნებული თბილისში, საქართველოში, რომელიც, ჩვეულებრივ, ტარდება CRRC-ის ახალ ოფისში ლიზიკო ქავთარაძის 1-ელში. მისი თანაორგანიზატორები გახლავთ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC). ყველა მოხსენება უფასოა და ღიაა საზოგადოებისთვის.

(c) ფოტო აღებულია შემდეგი წყაროდან: akipress.com

გაზიარება