ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (ტალღა 3)

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF)
თარიღი:
06.2013
-
11.2013

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი წარმოდგენების შესწავლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფების შესახებ, და საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის ინსტიტუტების, ღირებულებებისა და ხალხის მოლოდინის შესახებ. კვლევა ჩატარდა 4-ჯერ, 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში.

2013 წლის კვლევაში 2,462 რესპონდენტი მონაწილეობდა. წინა წლების მსგავსად, გამოკითხვისთვის შეირჩა საქართველოში მცხოვრები ზრდასრული (18 და მეტი წლის) რესპონდენტები.

2009 და 2011 წლების კვლევებში ქვეყნის მოსახლეობა სამ ფენად დაიყო: დედაქალაქში, სხვა ურბანულ დასახლებებში და სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებად. 2013 წლის კვლევაში უმცირესობების დასახლებები დამოუკიდებელ, მეოთხე ფენად დაემატა და ინტერვიუები უმცირესობების ენებზე ჩატარდა – სომხურად და აზერბაიჯანულად. ალბათური შერჩევის პრინციპით მოხდა საარჩევნო უბნების შერჩევა თითოეული ფენისთვის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი) გათვალისწინებით და მოსახლეობის სიდიდის პროპორციულად. ინტერვიუერებმა შინამეურნეობები სამარშრუტო შერჩევის მეთოდით შეარჩიეს. თითოეულ ასეთ შინამეურნეობაში რესპონდენტი კიშის ცხრილის მიხედვით შეირჩა.

გამოპასუხების დონე 2009 წელს 70 პროცენტს შეადგენდა, 2011 წელს – 72 პროცენტს, ხოლო 2013 წელს – 80 პროცენტს. ცდომილების საშუალო ზღვარი 2013 წლის მონაცემებისთვის 2.9 პროცენტია.

გაზიარება