მომსახურება

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-საქართველოს აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათ წელზე მეტი გამოცდილება მკვლევრების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC-საქართველო გთავაზობთ კვლევებს, ანალიზსა და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

ომნიბუსი

ომნიბუს გამოკითხვა

ომნიბუსი ერთ გამოკითხვაში აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, სრული გამოკითხვის შეკვეთასთან შედარებით. CRRC-საქართველო გთავაზობთ კვარტალურ ომნიბუს გამოკითხვებს. 

CRRC-საქართველოს ომნიბუს გამოკითხვა მოიცავს 1,200 რესპონდენტს, ტარდება სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). თითოეული კითხვისთვის შესაძლებელია დემოგრაფიული კროსტაბულაციების მომზადება, მათ შორის ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები) მიხედვით.  

ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:

დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებითUSD
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი)300
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე15
ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი?ინფლაცია, ჯანდაცვა, უმუშევრობა, უსაფრთხოება, სხვა, დაასახელეთ___________________________
სკალაზე გაზომილი კითხვები
პირველი შეკითხვა300
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა50
ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას…ამერიკელთან? რუსთან? სომეხთან? აზერბაიჯანელთან?
ღია კითხვები
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით750
მულტიმედია
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები)35
ყოველი დამატებითი ფოტო20
ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება50
რანდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით650
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა200
სტანდარტული პროდუქტი
მონაცემთა ბაზა შესყიდული ცვლადებით + სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადებით
ექსელის ფაილი, სადაც მოცემული იქნება სიხშირის ცხრილები + კროსტაბულაციები სქესის, ასაკისა და დასახლების ტიპის მიხედვით

ომნიბუს გამოკითხვაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით დავით სიჭინავას (david@crrccenters.org) და მახარე აჭაიძეს (m.atchaidze@crrccenters.org).