თანამშრომლები

დასტინ გილბრეტი
  • არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

დასტინი CRRC-საქართველოს 2014 წელს შემოუერთდა საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. იგი კვლევის კონსულტანტად და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსად მუშაობდა, 2018 წლიდან 2022 წლამდე კი კვლევების დირექტორის მოადგილე იყო. ამჟამად დასტინი არარეზიდენტი უფროსი მკვლევარია.

CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად, შემდეგ კი ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დასტინი ფლობს პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის დიპლომს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და ფილოსოფიის ბაკალავრის დიპლომს სკიდმორ კოლეჯიდან.

მის აკადემიურ ინტერესებს შორისაა პროგრამების შეფასების მეთოდოლოგია, კვაზი-ექსპერიმენტული კვლევის დიზაინი და პოლიტიკური კომუნიკაცია. დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.