თანამშრომლები

დავით სიჭინავა, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი
  • კვლევების დირექტორი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

დავით სიჭინავა CRRC-საქართველოსთან სხვადასხვა ფორმით 2009 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად მისი მოვალეობა მონაცემებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ასევე – გამოკითხვის და გეოგრაფიულ მონაცემთა სტატისტიკურ მოდელირებაა. დავითი საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მოიპოვა. ამასთან, იგი 2016 წლის შემოდგომის სემესტრში კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ქცევითი მეცნიერებების ინსტიტუტში, ფულბრაითის მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა. CRRC-საქართველოში მუშაობის გარდა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია.

დავითის კვლევითი ინტერესები პოლიტიკურ გეოგრაფიას, ურბანულ თეორიას, არჩევნების მოდელირებას და გეოინფორმაციული სისტემების სოციალურ მეცნიერებებში გამოყენების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის მეთოდების სხვადასხვა დონის კურსს კითხულობს. დავითი ასევე ხელმძღვანელობს თსუ-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტთაკველვით ნაშრომებს.