თანამშრომლები

ელენე ერგეშიძე
  • მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

ელენე ერგეშიძე CRRC-საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ორგანიზაციას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) ფარგლებში შემოუერთდა.

ამჟამად ელენე მონაცემების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. გარდა ამისა, ის ჩართულია მონაცემების შეგროვების მართვის პროცედურებში, ველის დაგეგმვასა და მომზადებაში. ის მუშაობს კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაზე, ODK ფორმაში კითხვარების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზების წმენდაზე.

ელენე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) და არის თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის საჯარო მმართველობის მაგისტრი.

ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.