თანამშრომლები

გივი სილაგაძე
  • მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

გივი სილაგაძე CRRC-საქართველოს გუნდს 2021 წელს შეუერთდა. წარსულში იგი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობდა პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. CRRC-საქართველოში გივის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევასა და ანალიზთან.

გივი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პოლიტიკის მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხთან ერთად, გივიმ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სპეციალიზება გაიარა სოციალურ ანალიზსა და პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიაში.

მისი კვლევითი ინტერესები ეხება დემოკრატიზაციას და მის გამოწვევებს, პარტიებსა და პარტიულ სისტემებს და პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიას.