თანამშრომლები

მახარე აჭაიძე
  • მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

მახარე აჭაიძე CRRC-საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს. იგი ორგანიზაციას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში შეუერთდა.

მახარე ძირითადად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე მუშაობს. მისი მოვალეობები მოიცავს: ველის მართვას, ODK კითხვარის ფორმების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზის წმენდას. იგი, ასევე, აკაბადონებს ანგარიშებს და ქმნის ინფოგრაფიკებს, პოსტერებს და სხვა ვიზუალურ/პოლიგრაფიულ მასალას.

მახარე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში და მაგისტრის ხარისხს კულტურისა და მედიის სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ის აგრძელებს დოქტორანტურაში სწავლას ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.

მახარეს კვლევითი ინტერესები მოიცავს ეთნიკური იდენტობის, ნაციონალიზმისა და მიგრაციის საკითხებს.