თანამშრომლები

  • კვლევების დირექტორი

დავით სიჭინავა CRRC-საქართველოსთან სხვადასხვა ფორმით 2009 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად მისი მოვალეობა მონაცემებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ასევე – გამოკითხვის და გეოგრაფიულ მონაცემთა სტატისტიკურ მოდელირებაა. დავითი საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მოიპოვა. ამასთან, იგი 2016 წლის შემოდგომის სემესტრში კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ქცევითი მეცნიერებების ინსტიტუტში, ფულბრაითის მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა. CRRC-საქართველოში მუშაობის გარდა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია.

დავითის

  • მკვლევარი

ეთო გაგუნაშვილი CRRC-საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ უმცროსი მკვლევარი, ამჟამად კი მკვლევრის პოზიცია უკავია.

ეთო ძირითადად კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. ამასთანავე, იგი ჩართულია ODK ფორმის შექმნის პროცესში და მონაწილეობს მონაცემთა შეგროვების მართვის პროცედურებში.

ეთო ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).

  • მკვლევარი

მახარე აჭაიძე CRRC-საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს. იგი ორგანიზაციას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში შეუერთდა.

მახარე ძირითადად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე მუშაობს. მისი მოვალეობები მოიცავს: ველის მართვას, ODK კითხვარის ფორმების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზის წმენდას. იგი, ასევე, აკაბადონებს ანგარიშებს და ქმნის ინფოგრაფიკებს, პოსტერებს და სხვა ვიზუალურ/პოლიგრაფიულ მასალას.

მახარე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში და მაგისტრის ხარისხს კულტურისა და მედიის სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ის აგრძელებს დოქტორანტურაში სწავლას ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის სად

  • მკვლევარი

ელენე ერგეშიძე CRRC-საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ორგანიზაციას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) ფარგლებში შემოუერთდა.

ამჟამად ელენე მონაცემების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. გარდა ამისა, ის ჩართულია მონაცემების შეგროვების მართვის პროცედურებში, ველის დაგეგმვასა და მომზადებაში. ის მუშაობს კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაზე, ODK ფორმაში კითხვარების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზების წმენდაზე.

ელენე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) და არის თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის საჯარო მმარ

  • მკვლევარი

გივი სილაგაძე CRRC-საქართველოს გუნდს 2021 წელს შეუერთდა. წარსულში იგი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობდა პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. CRRC-საქართველოში გივის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევასა და ანალიზთან.

გივი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პოლიტიკის მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხთან ერთად, გივიმ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სპეციალიზება გაიარა სო

  • მკვლევარი

სალომე დოლიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და კვლევითი საქმიანობის 5-ზე მეტი წლის გამოცდილება აქვს. სალომეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის, ორგანიზაციული განვითარების, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხებს. კვლევითი საქმიანობის გარდა, სალომეს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის აქტიურად მონაწილეობდა საჯარო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ეწეოდა ანალიტიკურ საქმიანობას, მუშაობდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემებზე და ასევე, ჩართული იყო დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის პროცესში, თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგან

  • მკვლევარი

თინათინ ბანძელაძე გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დოქტორანტურის საფეხურზე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა კორუნას უნივერსიტეტში, ესპანეთში. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის მოწვეული ლექტორი თსუ-სა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტურში (ჯიპა), ასევე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი. 2015 წლიდან მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში, მათ შორის ფსიქოლოგთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ფსიქოლოგიური კვლევისა და შეფასების განხორციელებასთან, იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების შექ

12