სიახლეები

2013 წლიდან 2016 წლამდე OECD განვითარების ცენტრი კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის ურთიერთობის შესახებ (IPPMD) ათ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, ბურკინა ფასოში, კამბოჯაში, კოსტა რიკაში, კოტ დ’ივუარში, დომინიკის რესპუბლიკაში, საქართველო, ჰაიტი, მაროკო და ფილიპინები. პროექტმა შეაგროვა ემპირიული მონაცემები ამ ქვეყნებში მიგრაციის განვითარების პოტენციალის შესაფასებლად და პოლიტიკის რეკომენდაციების შესამუშავებლად, რაც ხელს შეუწყობს ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. პროექტის შედეგები საქართველოსთვის წარმოდგენილი იყო ანგარიშის პრეზენტაციის დროს თბილისში, 2017 წლის 28 მარტს.
CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ 2017 წლის გაზაფხულის სეზონის მესამე შეხვედრას თემაზე: “მასობრივი მობილიზაცია უკრაინის ევრომეიდნის დროს”.
CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS), პროექტ “მიმდინარე კვლევების” ფარგლებში, წარმოგიდგენთ გაზაფხულის სეზონის მეორე შეხვედრას თემაზე: ქართული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობა “საუკუნის პროექტში” – ბაიკალ-ამურის რკინიგზა.
ორგანიზატორის შესახებ: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები (CRRC) არის კვლევითი და კვლევის მხარდაჭერის ცენტრების ქსელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. 2003 წლიდან, CRRC-ის მიზანია გააძლიეროს სოციალურ მეცნიერებათა კვლევები და საჯარო პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიაში. გასული ცამეტი წლის განმავლობაში, CRRC გახდა სამხრეთ კავკასიის სოციალური მეცნიერების საზოგადოების საქმიანობის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს ღია ხელმისაწვდომობას მონაცემებზე, სამეცნიერო ლიტერატურასა და სოციალურ მეცნიერებათა მკვლევართა პროფესიულ ტრენინგზე. CRRC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://crrc.ge/, http://crrc.am/, http://crrc.az/.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში (CRRC-Georgia), 2017 წლის 23 იანვარს, გამართეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მოსახლეობის აზრის კვლევასა და მის როლზე დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის პროცესში.
თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემები, შემოუერთდი მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს!
14 დეკემბერს, 2016, CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ 2016 წლის ზამთრის სეზონის მე-10 შეხვედრას.
7 დეკემბერს, 2016, CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ 2016 წლის შემოდგომის სეზონის მეცხრე შეხვედრას თემაზე: რუსული პოლიტიკა.