სიახლეები

ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში სლავომირ ჰორაკი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტიდან ისაუბრებს სპორტზე, როგორც ავტორიტარული რეჟიმებისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებაზე. სანახაობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მირ ფარგლებს გარეთ. თურქმენეთი ამ ფენომენის კარგი მაგალითია. თურქმენეთის შედარებით ძლიერმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ახლახან მოაწყო აზიის საბრძოლო ხელოვნების ტურნირი აშხაბადში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ნაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე აზიის ოლიმპიური მოძრაობა, ოფიციალურმა აშხაბადმა ის წარმოადგინა, როგორც 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა.
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC) გიწვევთ მკვლევარებს, რომ წარმოადგინოთ თქვენი მიმდინარე კვლევითი პროექტები თბილისის მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის ფარგლებში (WiP).
კავკასია ძალთა წინააღმდეგობის არეალს საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა. გამონაკლისი არც დღევანდელი რეალობაა. გავრცელებული მოსაზრებით, ქართველები, ძირითადად, პროევროპულნი არიან მაშინ, როდესაც სომხეთის მოსახლეობა რუსეთს უჭერს მხარს. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ელიტის უპირატესობები ცნობილია, საქართველო DCFTA-ს ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანაა და სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ჩნდება კითხვა – როგორ ხედავენ საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა დღევანდელ ვითარებას?
CRRC-საქართველომ ყოველთვიური ნიუსლეთერის გამოშვება დაიწყო. მეორე გამოშვების წასაკითხად, გთხოვთ, გადადით ლინკზე:
დიდი ხანია, რაც ბიულეტენი არ გამოგვიქვეყნებია, ამიტომ CRRC-საქართველომ ბიულეტენის გამოშვება კვლავ დაიწყო. ჩვენ ასევე გადავედით Mail Chimp-ზე, დასარეგისტრირებლად, გადადით აქ.
NDI/CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგები, რომელიც 26 და 27 ივლისს გამოქვეყნდა, შეეხება საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ეკონომიკა, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ინფრასტრუქტურა, გენდერი და სხვა.
26 ივლისს, 2017, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები საქართველოში წარმოგიდგენთ საგაზახფულო/საზაფხულო სესიის მე-19 შეხვედრას თემაზე “ახალი მიდგომები ენების მეცნიერულ კვლევებსა და ტრენინგებში”.
19 ივლისს, CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დასთინ გილბრეთმა, წარმოადგინა კვლევა „მარშრუტკის“ უსაფრთხოების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ახალგაზრდა რეფორმერებისთვის განკუთვნილი საზაფხულო ბანაკის ფარგლებში.