სიახლეები

კრისტოფერ დ. ბადერის, ანდრეა მოლის, ბენჟამინ გურენცისა და ჯეიმს ჯ. კოილის სტატია –  “ღვთის რისხვისთვის: ფატალიზმი და ღვთის გამოსახულებები მსოფლიოს ძალადობრივ რეგიონებში“ – გამოქვეყნდა ჟურნალ „რელიგიის სოციოლოგიაში“ (რელიგიის სოციოლოგია: კვარტალური განხილვა 2017, 78:2 173–191). სტატია ეფუძნება „კავკასიის ბარომეტრის“, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შინამეურნეობათა რეგიონული კვლევის, 2012 წლის მონაცემებს.
ჟურნალ Caucasus Analytical Digest-ის მე-100 ნომერი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს მიმოიხილავს. გამოცემის ამ ნომერში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები:
“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016: ერთი წლის შემდეგ”, ავტორი: თორნიკე ზურაბაშვილი “საზოგადოების პოლიტიკური განწყობა საქართველოში”, ავტორი: ცისანა ხუნდაძე (CRRC-საქართველო) “რატომაა საქართველოს არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩეველთა აქტივობა ასეთი დაბალი?” ავტორი: რატი შუბლაძე (CRRC-საქართველო) “საქართველოს ეკონომიკა სტაბილური ზრდის გზაზე”, ავტორები: რიკარდო ჯიუჩი და ანა მდინარაძე (გერმანიის ეკონომიკური გუნდი, საქართველო).
CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ:
“ტრანსკავკასიური სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც უგულებელყოფის ობიექტი“
სტეფან რინდლისბახერი, ბერლინის უნივერსიტეტი
ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში, პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის დოქტორი ვინსენს კოპეჩეკი ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტიდან წარადგენს თავის ნაშრომს თემაზე: “დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება”.
კავკასიონის მთების მოსაზღვრე ქვეყნების ისტორიას სასტიკი ტერიტორიული და რელიგიური დაპირისპირებები ახსოვს. ამ რეგიონის ისტორიულ მოსახლეებს უწევდათ გამკლავება იმასთან, რაც კავკასიაში ძალაუფლების ცვლილებას სდევდა თან. იმპერიები მუდმივად ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას კავკასიაზე. ეს მოხსენება აანალიზებს რელიგიაზე მოქცევისა და რწმენის უარყოფის რეალურ შემთხვევებს კავკასიაში და ამას რუსეთის იმპერიის კანონების კონტექსტში განიხილავს. სერგეი სალუშევი სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მიმდინარე აკადემიურ დისკუსიას რელიგიური იდენტობისა და რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკაზე რუსეთის იმპერიაში, უფრო კონკრეტულად კი კავკასიაში.
გახდით CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევარი ურთულესი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2018 გამოცხადდა! იხილეთ სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
CRRC, ARISC და ამერიკის საბჭოები სიამაყით წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2017 წელის შემოდგომის მეორე სემინარს! პოლ მანინგი, ტრენგის უნივერსიტეტიდან: “მეტრო და მისი ხატი: ხელოვნება და არქიტექტურა 60-იანი წლების თბილისში” პროფესორმა პოლ მანინგმა 2001 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლინგვისტიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. იგი ანთროპოლოგიას ასწავლიდა ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში, რიდის კოლეჯში და ბარდის კოლეჯში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ლინგვისტურ და სემიოტურ ანთროპოლოგიას ევროპაში (უელსი) და ევრაზიაში (საქართველო). მისი კვლევის მონაწილეები იყვნენ უელსურ ენაზე მოსაუბრეები უელსში და არგენტინაში და ქართულ ენაზე მოსაუბრეები საქართველოსა და რუსეთში.
CRRC-საქართველო ეძებს ინტერვიუერებს მთელ საქართველოში მასობრივი გამოკითხვების ჩასატარებლად – როგორც ქართულენოვან, ასევე სომხური და აზერბაიჯანული ენის სრულყოფილად მცოდნე პირებს.
ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ გრაფიკს, საინტერესო გამოცდილებას, ინტერვიუერების შრომის ერთ-ერთ საუკეთესო ანაზღაურებას საქართველოში.